About Me
|
მე ვარ თეო.ვარ 15 წლის.ვსწავლობ 157საჯარო სკოლაში.მე ვარ ცოტათი მხიარული ადამიანი.მიყვარს მეგობრებთან გართობა,წვიმაში ხეტიალი.ვუსმენ რაც კი მომწონს.
მე დავიბადე!
მოგესალმებით დიდს და პატარას მე დავიბადე! ეხლა დაიწყებთ ქეიფს სმა-ჭამას ვიცი დილამდე, მე ვერ გავუძლებ ამდენ რამეს ჩამეძინება, ისედაც ბევრი გამაწვალეს ამ ექიმებმა! ჩემო მშობელო ქალბატონო დიდი მადლობა, ჩემთვის ამ ტკივილს, რომ უძლებდი რომ ჰყავ წყალობა. ჩემი პატარა სულგრძელობით გიწოდებ დედას! ეს დიდი კაცი ვინ არის, რომ ჩემს კოცნას ბედავს?! თქვენი ქმარია... მე ბოდიში, მაშ იყოს მამა, მაგის კისერზე იყოს ჩემი ჩაცმა და ჭამა. მარტო ცხოვრებას რა აზრი აქვს მაჩუქეთ ძმები, რომ ჩემს ოცნებებს უფრო მყარად შევასხა ფრთები ჭამეთ, დალიეთ, სუფრა გულით გამიმართია, მე დავიბადე ასეთი რამ იშვიათია!
|
Interests
|
" მონატრება"
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........ აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა......... არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი მონატრების გარდა. თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ ზაფხულს............ ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან, ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო შენთან ერთად ვნების მორევში.............. როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა დარდი და მწუხარება........... მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი სხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა....... მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება............. ვიცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი წარსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ ხელჩაკიდებულები ტყის მწვანე ტევრებში, ვეღარ დავითვლით ღამეული თბილისის ლამაზ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს, ვეღარ ვიძრომიალებთ ნარიყალის იდუმალებით მოცულ ნანგრევებზე, ვეღარ ვისეირნებთ ჩამავალი მზის სხივებით განათებულ კუს ტბაზე ნავით, ვეღარ დავტკბებით ერთმანეთის ალერსით................ ვიცი, მაგრამ გაბზარულ გულში პაწაწინა იმედი ვარსკვლავად ბრწყინავს და მეც გელოდები, გელოდები რომ ოდესმე გაიგონებ ჩემს სასოწარკვეთილ ძახილს და....... მოხვალ..... მოხვალ და ისევ ისე ძველებურად ჩამიკრავ მძლავრ გულ-მკერდში, ძველებური სითბოთი ჩამხედავ ნაღვლიან, მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებით თვალებში, ვნებიანად დამიკოცნი მოლოდინით გათანგულ ბაგეს და თბილი ასე ახლობელი დაძვირფასი ხმით ნაზად მიჩურჩულებ ყურში: "შენ შემოგევლე …"
|
Favorite Music
მე შენ მიყვარხარ...
მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული,შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას.
მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და, კიდევ საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე ყოველთვის ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...
ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რაიქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს!
|
Favorite Movies
***
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..
მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..
შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ, მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!
|
Favorite TV Shows
*** მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. ისე გაივლის წამება, ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები! თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის...
|
Favorite Books
მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.
|
Favorite Quote
* * *
8 მარტს გილოცავ 8 ვარდით ხელში,
8 ასჯერ გეტყვი მიყვარხარ კარგო,
უზომოდ მინდა ეს წრფელი გრძნობა.
შენს ფაქიზ გულში სათუთად ჩავრგო...
8 ჯერ ჩავხედავ შენს ლამაზ თვალებს,
დავიკარგები უძირო ზღვაში,
მე შენ მიყვარხარ მინდა იცოდე
და არასოდეს არ გაგცვლი სხვაში...
|
hi5 Games
♥ teko ♥ hasn't played any games recently.
Applications
CoolPics - Rate My Pics!
The fast and super cool photo-browser for your hi5 profile. Check it out now... you gonna love it!...
Rockyou Pets
Adopt a pet! Pet it, take care of it, pimp it out with all sorts of cute and cool accessories.
|
|
|
hi5 Gifts
♥ teko ♥ has no unwrapped gifts.
|
|